კონფიდენციალურობის დებულება
აირჩიეთ კონფიდენციალურობის დებულება, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება თქვენს ურთიერთობას AstraZeneca- სთან
ჯანდაცვის პროფესიონალები და სხვა გარე ექსპერტები
ვისთვის არის ეს დებულება განკუთვნილი?
წინამდებარე კონფიდენციალურობის შეტყობინება განმარტავს, თუ როგორ აგროვებს და იყენებს AstraZeneca („ჩვენ“) პერსონალურ მონაცემებს ჯანდაცვის დარგის სპეციალისტებზე, როგორიცაა მედდები, ლაბორანტები, ექიმები და ფარმაცევტები, და სხვა სპეციალისტებზე, ვისთანაც ჩვენ გვსურს თანამშრომლობა, ან ვინც უკვე მუშაობს ჩვენთან. პერსონალური მონაცემები ნიშნავს ნებისმიერ ინფორმაციას, რომლის გონივრული გამოყენების შედეგადაც შესაძლებელია თქვენი პირდაპირი იდენტიფიკაცია (მაგ. თქვენი სახელი და გვარი) ან არაპირდაპირ (მაგ.პირადობის მოწმობის უნიკალური ნომერი). ის შეიცავს ინფორმაციას თქვენი პროფესიული აქტივობის შესახებ. წინამდებარე კონფიდენციალობის შეტყობინება შეესაბამება AstraZeneca-ს გლობალური კონფიდენციალურობის სტანდარტს და მიზნად ისახავს კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კანონებთან შესაბამისობას. თუკი კონკრეტული იურისდიქცია AstraZeneca-ს მოთხოვს თქვენი პერსონალური მონაცემების განსხვავებული ფორმით შეგროვებას ან გამოყენებას, ჩვენ უზრუნველვყოფთ მოქმედ კანონთან შესაბამისობას. თუკი ხართ შეერთებული შტატების რეზიდენტი, გთხოვთ შეერთებული შტატების დამატებით შეტყობინებასთან ერთად, გაეცნოთ წინამდებარე შეტყობინებას, რომელშიც წარმოდგენილია შეერთებული შტატების კონკრეტულ იურისდიქციაში მცხოვრებ პირთათვის რელევანტური ინფორმაცია.
ვინ არის პასუხისმგებელი თქვენს პერსონალურ მონაცემებზე?
AstraZeneca-ს ადგილობრივი კომპანია, რომელიც გიკავშირდებათ და ამყარებს თქვენთან კომუნიკაციას, ან რომელთანაც გაქვთ ურთიერთობა წარმოადგენს თქვენს პერსონალურ მონაცემებზე პასუხისმგებელ პირს. აღნიშნული დაწესებულება წარმოადგენს "მაკონტროლებელს", "პასუხისმგებელ პირს" ან კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედი კანონის შესაბამისად, სხვა ეკვივალენტური ტერმინით წარმოდგენილ სუბიექტს. AstraZeneca-ს კომპანიათა სიის, მათ შორის, რამდენადაც შესაბამისია, ბიზნესის საკონტაქტო ინფორმაციის, როგორიცაა მათი ელ-ფოსტის მისამართები, საფოსტო მისამართები და ტელეფონის ნომერ(ებ)ი, ნახვას აქ შეძლებთ.
რა სახის პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ და როგორ ვიყენებთ მას?
გარემოებებზე დაყრდნობით, თქვენს შესახებ პერსონალურ მონაცემებს რიგი წყაროებიდან ვიყენებთ, მათ შორის: ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში ჩამოთვლილია მიზნები, რომელთათვისაც ჩვენ შესაძლოა ვაგროვებდეთ და ვიყენებდეთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ჩვენ მიერ შეგროვებულ და გამოყენებულ პერსონალურ მონაცემთა კატეგორიებს, ხოლო იმ იურისდიქციებისათვის, რომლებიც ითხოვენ "სამართლებრივ საფუძველს", წარმოდგენილია სამართლებრივი საფუძველი, რომელსაც ვეყრდნობით. რაც შეეხება სამართლებრივ საფუძველს, ზოგიერთ ქვეყანაში ჩვენ არ შეგვიძლია პერსონალური მონაცემების გამოყენება „ლეგიტიმური ინტერესის“ საფუძველზე, ასეთ შემთხვევაში შეიძლება დავეყრდნოთ სხვა სამართლებრივ საფუძველს, მაგალითად, თქვენს თანხმობას. თუ კანონით აუცილებელია და ეს კანონთან შესაბამისობაშია, თქვენი პერსონალური მონაცემების შესაგროვებლად და გამოსაყენებლად, ჩვენ გთხოვთ თქვენს თანხმობას. ჩვენ, ჩვეულებრივ, არ ვაგროვებთ და არ ვამუშავებთ ჯანდაცვის სპეციალისტების ისეთ პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც მოქმედი კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვის კანონებით სენსიტიურად ითვლება. თუ ასე მოვიქცევით, ან თუ თქვენი სურვილით მოგვაწვდით მსგავს ინფორმაციას, ჩვენ მას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იმ შეზღუდული მიზნების შესაბამისად გამოვიყენებთ, რისთვისაც ის შეგროვდა ან მოგვაწოდეს. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას ჩვენ ვიცავთ მოქმედ კანონებს, მათ შორის თქვენი თანხმობის მიღების შესახებ, თუ ეს საჭიროა მოქმედი კანონმდებლობით ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისთვის. თქვენ თავისუფალი ხართ არჩევანში, რომ უარი თქვათ პერსონალური მონაცემების მოწოდებაზე, როდესაც ჩვენ მათ ვითხოვთ. თუმცა, თუ თქვენ გადაწყვეტთ, არ მოგვაწოდოთ თქვენი პერსონალური მონაცემები, ამან, შესაძლოა შეზღუდოს ან ხელი შეგვიშალოს თქვენთვის დახმარების გაწევაში, თქვენს მოთხოვნებზე პასუხის გაცემაში, თქვენთვის მოთხოვნილი სერვისების მიწოდებაში ან თქვენთან თანამშრომლობის დაწყებაში და სხვა საკითხებში,. თქვენთვის ჩვენი სერვისებისა და პროდუქტების მოწოდება, მათ შორის: აუცილებელია თქვენთან დადებული ხელშეკრულების შესრულებისთვის, მაგალითად, როდესაც თქვენ ჩვენგან პროდუქტის შეძენისას ან ჩვენი ონლაინ წესებისა და პირობების შესასრულებლად. საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულება, მაგალითად, პროფესიული უფლებამოსილების გადამოწმება (მაგალითად, გამომწერის საკონტროლო ნომერი). თქვენთან კომუნიკაციისთვის, მათ შორის: ჩვენი ლეგიტიმური ინტერესია, დავამყაროთ და შევინარჩუნოთ საქმიანი ურთიერთობა თქვენთან; მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი პოლიტიკების, წესებისა და პირობების შესახებ და გავაუმჯობესოთ ჩვენი საინფორმაციო არხები. სამართლებრივ ვალდებულებებთან შესაბამისობა, როგორიცაა კანონმდებლობით მოთხოვნილ გამჟღავნებათა წარმოდგენა. თანხმობა, სადაც მოქმედი კანონმდებლობითაა მოთხოვნილი. თქვენი პრეფერენციების გაგება, ჩვენთან ურთიერთობისას თქვენი გამოცდილების პერსონალიზებისთვის და ჩვენი პროდუქტების, სერვისებისა და ვებსაიტების შინაარსისა და ფუნქციონალურობის გასაუმჯობესებლად ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი, დავამყაროთ ან შევინარჩუნოთ საქმიანი ურთიერთობა თქვენთან და მოგაწოდოთ თქვენს საჭიროებებსა და ინტერესებთან შესაბამისი ინფორმაცია. თანხმობა, სადაც მოქმედი კანონმდებლობითაა მოთხოვნილი. თქვენთვის მარკეტინგული და საპრომოციო ინფორმაცის გამოგზავნა, მათ შორის: ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი, დავამყაროთ და შევინარჩუნოთ საქმიანი ურთიერთობა თქვენთან და მოგაწოდოთ თქვენთვის შესაბამისი ინფორმაცია. თუ დავაპირებთ გაგიზიაროთ ელექტრონული მარკეტინგი, ჩვენ მოგთხოვთ თანხმობას, სადაც ეს საჭიროა. ჩვენი მარკეტინგული მასალების მიღებაზე უარის თქმა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი, დავამყაროთ და შევინარჩუნოთ საქმიანი ურთიერთობა თქვენთან და მოგაწოდოთ თქვენთვის შესაბამისი ინფორმაცია. თანხმობა, სადაც მოქმედი კანონმდებლობითაა მოთხოვნილი. ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი, დავამყაროთ ან შევინარჩუნოთ საქმიანი ურთიერთობა თქვენთან და მოგაწოდოთ თქვენს საჭიროებებსა და ინტერესებთან შესაბამისი ინფორმაცია. თანხმობა, სადაც მოქმედი კანონმდებლობითაა მოთხოვნილი. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის ან არარსებობის დადასტურება, იმის დასადგენად, იკავებთ თუ არა შესაბამის სამთავრობო ან სხვა თანამდებობებს, ან ჩაგიდენიათ თუ არა შესაბამისი კანონდარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენს თქვენთან ჩვენი თანამშრომლობის შესაძლებლობაზე. ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი, დავამყაროთ და შევინარჩუნოთ საქმიანი ურთიერთობა თქვენთან, ასევე დავიცვათ ჩვენი ბიზნესი და თავიდან ავირიდოთ არაკანონიერი გარიგებები, ტრანზაქციები ან თანამშრომლობა პირებთან, რომლებიც სანქცირებულნი არიან ან დაკისრებული აქვთ დისციპლინარული პასუხისმგებლობა. მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა, როგორიცაა ინტერესთა კონფლიქტის, ფულის გათეთრების, მოსყიდვისა და სხვა მსგავსი საკითხების რეგულირება. ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი, დავამყაროთ და შევინარჩუნოთ საქმიანი ურთიერთობა თქვენთან და მოგაწოდოთ თქვენს საჭიროებებსა და ინტერესებთან შესაბამისი ინფორმაცია. ხელშეკრულების შესრულება ან ხელშეკრულების დადებამდე გადადგმული ნაბიჯების განხორციელება. ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი, დავამყაროთ და შევინარჩუნოთ საქმიანი ურთიერთობა თქვენთან და გადახდებისა და ანაზღაურების თვალსაზრისით შესაბამისობაში ვიყოთ ჩვენს შიდა პოლიტიკებსა და პროცედურებთან. მოქმედ კანონმდებლობასა და რეგულაციებთან, როგორიცაა საგადასახადო და ბუღალტრული აღრიცხვის კანონები, შესაბამისობა. თქვენთვის (როგორც ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის თანხის, როგორიცაა, მაგალითად საკონსულტაციო ჰონორარების, გადაცემის საჯარო გამჟღავნება, ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი, ფარმაცევტული ინდუსტრიის მხრიდან ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის ღირებულების გადაცემებთან დაკავშირებით, დავამყაროთ გამჭვირვალობა და ნდობა. ფარმაცევტულ კომპანიებსა და ჯანდაცვის ორგანიზაციებსა და მათ თანამშრომლებს შორის თანამშრომლობის გამჭვირვალობის სამართლებრივი მოთხოვნების შესრულება. თქვენი თანხმობა, სადაც კანონმდებლობითაა მოთხოვნილი. თუ ადგილობრივი კანონმდებლობის ან იმ ქვეყნის სხვა რეგულაციების თანახმად, სადაც ცხოვრობთ, საჭიროა თქვენი თანხმობა, მაგრამ თუ არ დაეთანხმებით თქვენი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის გაზიარებას, ჩვენ მას მხოლოდ ერთიანი ფორმით გამოვაქვეყნებთ. ფარმაკოზედამხედველობის კანონმდებლობის შესრულება. ჩვენი ქსელისა და საინფორმაციო სისტემის უსაფრთხოების მართვა და შენარჩუნება. და ახალი IT სისტემებისა და აპლიკაციების გამოცდა და განვითარება, რომლებსაც ჩვენი ბიზნეს ოპერაციების წარმართვისა და გაუმჯობესების მიზნით გამოვიყენებთ. უკუკავშირის, თქვენი მოსაზრებებისა და შეხედულებების შეგროვება ფოტოგრაფიების, ხმოვანი/ვიდეო ჩანაწერების და განცხადებების მეშვეობით AstraZeneca-სთვის გაწეულ სერვისებთან ან ჩვენ მიერ ჩატარებულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, მათ შორის ინტერაქციის ჩაწერის, ტრანსკრიფციისა და შეჯამების მიზნით ხელოვნური ინტელექტის გამოყენება. ვინახავთ და უფლებამოსილ პერსონალს საგანმანათლებლო მიზნებისთვის ვაწვდით ასეთ ინფორმაციას. ჩვენი პრაქტიკა არ არის ასეთი ჩანაწერების გარე საზოგადოებისთვის გამოქვეყნება, მაგრამ თუ ჩვენ ამას დავგეგმავთ, თქვენ გარკვევით იქნებით ინფორმირებული მსგავსი ჩანაწერების გაკეთებამდე. ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი, განვავითაროთ ჩვენი ბიზნესი, მათ შორის, მოვაწყოთ ღონისძიებები და მოვიზიდოთ სამედიცინო დარგის სპეციალისტთა შეხედულებები და უკუკავშირი. თანხმობა, სადაც მოქმედი კანონმდებლობითაა მოთხოვნილი. თუ გადაწყდება შეხვედრის ჩაწერა, თქვენ შეხვედრაზე ტიპიურად შესვლისთანავე გეცნობებათ, რომ მოხდება ჩაწერა. სამართლებრივი ვალდებულების შესრულება. ინდუსტრიული სტანდარტებისა და მოთხოვნების შესრულების, როგორიცაა უსაფრთხო და ეფექტიანი პროდუქტებისა და სერვისების მიწოდება, ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი. დამუშავების მიზნები პერსონალურ მონაცემთა კატეგორიები სამართლებრივი საფუძველი
(შესაბამის შემთხვევაში) A. ჩვენი სერვისების და პროდუქტების უზრუნველყოფა ჩვენი პროდუქტების, სერვისებისა და მომხმარებლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ინციდენტების მოკვლევის გზით და უკანონო ან მავნე ქმედებების წინააღმდეგ ზომების მიღება და აგრეთვე სამართალდამცავი და მარეგულირებელი ორგანოების ხელშეწყობა. ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი, დავიცვათ ჩვენი ბიზნესი და უზრუნველვყოთ ჩვენი პროდუქტების, სერვისებისა და მომხმარებლების უსაფრთხოება. B. მარკეტინგული და საპრომოციო კომუნიკაციები თქვენს დაწესებულებაში ჩვენი წარმომადგენლების, როგორიცაა გაყიდვების წარმომადგენლები, სამედიცინო სამეცნიერო კონსულტანტები ან სხვა პერსონალის ვიზიტების კოორდინაცია, რომლებიც თქვენთან თანამშრომლობენ. ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი, დავამყაროთ ან შევინარჩუნოთ საქმიანი ურთიერთობა თქვენთან და მოგაწოდოთ თქვენს საჭიროებებსა და ინტერესებთან შესაბამისი ინფორმაცია. მონაცემთა ანალიზის, ბაზრის კვლევის და სეგმენტაციის (მათ შორის, მათემატიკური ან სტატისტიკური პროცედურების, ხელოვნური ინტელექტისა და/ან კომპიუტერული სწავლების გამოყენებით) განხორციელება, რათა გავიგოთ თქვენი პრეფერენციები, შევქმნათ პროფილები თქვენი ინტერესების პროგნოზირებისთვის და დავადგინოთ, თუ რომელი პროდუქტები, სერვისები და შეთავაზებები შეიძლება იყოს თქვენთვის შესაბამისი ან საინტერესო. C. თანამშრომლობა იმ სპეციალისტების იდენტიფიცირება და ინფორმაციის მართვა, რომლებთანაც გვსურს თანამშრომლობა სამეცნიერო ინიციატივებზე, როგორიცაა კლინიკური კვლევები, მრჩევაელთა საბჭოები და საგანმანათლებლო აქტივობები.სპეციალისტებ ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი, დავამყაროთ და შევინარჩუნოთ საქმიანი ურთიერთობა თქვენთან და ვიმუშაოთ ჯანდაცვის სპეციალისტებთან სამეცნიერო ინიციატივებზე. მონაცემთა ანალიზის, ბაზრის კვლევისა და სეგმენტაციის (მათ შორის, მათემატიკური ან სტატისტიკური პროცედურების, ხელოვნური ინტელექტისა და/ან მანქანური სწავლების გამოყენებით) განხორციელება, რათა გამოვავლინოთ, შევაფასოთ, მოვახდინოთ კლასიფიცირება და გავაერთიანოთ სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაცია თქვენი სამეცნიერო ექსპერტიზისა და პროფესიული უნარების შესახებ, თქვენს დაწესებულებაში ჩვენი ვიზიტების ხარისხის გაუმჯობესებისა და თქვენთან სამეცნიერო თანამშრომლობის შესაძლებლობების იდენტიფიცირების მიზნით. თქვენი მოწვევა სამეცნიერო თანამშრომლობისთვის, როგორიცაა კლინიკური კვლევები, საკონსულტაციო საბჭოები და საგანმანათლებლო აქტივობები. თქვენს მიმართ არსებული სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულება და თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის მართვა, მათ შორის ჰონორარისა და გადასახადების გადახდის და თქვენი მგზავრობისა და განთავსების ორგანიზება. ასევე, სპეციალისტებჯანდაცვის სპეციალისტებთან და ექსპერტებთან ურთიერთობის შესახებ ჩვენი შიდა პოლიტიკის შესრულების მონიტორინგი, მათ შორის, ჩვენი შიდა შეფასებისა და ბიზნეს ანალიტიკის მიზნებისთვის. თქვენთან ჩვენი თანამშრომლობის შესახებ ჩანაწერების სამთავრობო ორგანოებისთვის წარდგენა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება, როგორიცაა კანონები გამჭვირვალობისა და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. D. სხვა თქვენს მიერ შეტყობინებული არასასურველი რეაქციების ანგარიშის წარდგენა თქვენი ან სხვა ადამიანის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების დაცვა. დავიცვათ თქვენი ან სხვა ადამიანის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები. ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი, უზრუნველვყოთ ჩვენი პროდუქტების, სერვისებისა და შიდა IT სისტემების უსაფრთხოება, ასევე შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი ბიზნეს ოპერაციები. ფარმაცევტული კომპანიებისთვის მოქმედი კანონებისა და რეგულაციების შესრულება, რომლებიც ეხება მათ ურთიერთობას ჯანდაცვის სპეციალისტებთან და სხვა ექსპერტებთან. პოტენციური ან არსებული სამართლებრივი პრეტენზიებისგან თავის დაცვა, ასევე უსაფრთხოების, რისკების მართვისა და დანაშაულის პრევენცია. ჩვენი ბიზნესის, მომხმარებლებისა და საზოგადოების დაცვის ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი. ჩვენი ბიზნესის მთელი ან ნაწილის აქტივობების მხარდაჭერა, რომლებიც დაკავშირებულია გაყიდვასთან, გასხვისებასთან, თანამშრომლობასთან ან ერთობლივ საწარმოსთან. კორპორატიულ ტრანზაქციათა წარმართვის ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი.
თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება დავამუშაოთ სხვა იმგვარი მიზნებისთვისაც, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილი არ არის, თუ ასეთი დამუშავება განხორციელდება თქვენი მითითებით ან თქვენი თანხმობით.
ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და როგორ ხდება მათი გადაცემა?
გამომდინარე იმ მიზნებიდან, რისთვისაც თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვიყენებთ, თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლოა ზემოთ ჩამოთვლილი მიზნებისთვის გავუზიაროთ შემდეგ ორგანიზაციებს: ორგანიზაციები, რომელთაც ვუზიარებთ პერსონალურ მონაცემებს, მსოფლიოს მასშტაბით შესაძლოა, სხვადასხვა იურისდიქციებში მდებარეობდნენ. როდესაც თქვენს პერსონალურ მონაცემებს საზღვრებს გარეთ გადავცემთ, ამას მოქმედი კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად ვახორციელებთ. საჭიროების შემთხვევაში, კანონის მიხედვით ვეყრდნობით ხელშეკრულებებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების მიმღები ორგანიზაცია ემორჩილება მონაცემთა დაცვის შესაბამის კანონმდებლობას. ასეთი სახელშეკრულებო შეთანხმებები მოიცავს, მაგალითად, AstraZeneca-ს სავალდებულო კორპორაციულ წესებს და სტანდარტულ საკონტრაქტო დებულებებს ან სხვა შესაბამის ინსტრუმენტებს, რომლებიც დამტკიცებულია კომპეტენტური ზედამხედველობის ორგანოს მიერ. უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია და AstraZeneca-ს მიერ გამოყენებული სტანდარტული სახელშეკრულებო დებულებების ასლი, ჩვენთან შემდეგ მისამართზე დაკავშირების გზით Privacy@astrazeneca.com. მოქმედი კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნის შემთხვევაში, სხვა იურისდიქციაში თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემამდე, ჩვენ გთხოვთ თქვენს თანხმობას. იმ იურისდიქციებში მყოფ სამართალდამცავი, მარეგულირებელი და უსაფრთხოების ორგანოებს ან სასამართლოებს, რომლებშიც ჩვენ ვახორციელებთ თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემას, შესაძლოა ჰქონდეთ უფლება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიიღონ წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებზე.
რამდენ ხანს ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და როგორ ვიცავთ მათ?
თქვენს პერსონალურ მონაცემებს შევინახავთ მანამ, სანამ ისინი ზემოთ ჩამოთვლილი მიზნებისათვის, ან ადგილობრივი კანონმდებლობით დადგენილი შენახვის ვადის შესაბამისადაა საჭირო. როდესაც თქვენი პერსონალური მონაცემები ამ მიზნებისთვის საჭირო აღარ იქნება, ისინი წაიშლება. თქვენი პერსონალური მონაცემები უსაფრთხოების დარღვევისგან დასაცავად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი შემთხვევითი ან უკანონო განადგურება, დაკარგვა, ცვლილება, არასანქცირებული გამჟღავნება ან მათზე წვდომა, დავნერგეთ კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების სხვადასხვა პოლიტიკა, ზომები და ტექნოლოგიები. კერძოდ, AstraZeneca-მ დანერგა ფიზიკური უსაფრთხოების კონტროლის მექანიზმები და შეიმუშავა და დანერგა მონაცემთა გადაცემისა და შენახვის მტკიცე სისტემები, რომლებიც პერსონალური მონაცემების შესაბამისი დონის უსაფრთხოებას და დაცვას უზრუნველყოფს. ჩვენ გვაქვს სპეციალური პროცესი, რომლის მეშვეობითაც ფრთხილად ვარჩევთ მომსახურების მომწოდებლებსა და პარტნიორებს, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, და ვამოწმებთ, რომ მათ თქვენი პერსონალური მონაცემების დასაცავად აქვთ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომები. აგრეთვე ვადასტურებთ იმასაც, რომ მომსახურების აღნიშნულ მომწოდებლებსა და პარტნიორებს შეუძლიათ შეასრულონ ის ვალდებულებები, რომლებიც მათ ეკისრებათ იმ მონაცემთა დამუშავებისა და გაზიარების შეთანხმებებში, რომელსაც ჩვენ ვაფორმებთ მათთან. თუ ეჭვობთ ან ფიქრობთ, რომ ჩვენ და თქვენს შორის ურთიერთობა აღარ არისდაცული, გთხოვთ, რაც შეიძლება მალე დაგვიკავშირდეთ. ქვემოთ იხილეთ მონაკვეთი: "დაგვიკავშირდით".
რა უფლებები გაქვთ თქვენი მონაცემთა დაცვის კუთხით?
ზოგადად, პერსონალური მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებით თქვენი უფლებები დამოკიდებულია: (i) იმ მონაცემთა დაცვის კანონის არსებობაზე (თუ ასეთი არსებობს), რომელიც არეგულირებს, როგორ ვაგროვებთ და ვიყენებთ თქვენს პერსონალური მონაცემებს და (ii) ზოგიერთ იურისდიქციაში, იმ სამართლებრივ საფუძველზე, რომელზეც დაყრდნობით ვაგროვებთ და ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს. ზოგიერთი კანონი ასევე ადგენს პირობებს ან გამონაკლისებს ამ უფლებების განხორციელებისას. თქვენი პერსონალური მონაცემების მიმართ შეიძლება გქონდეთ შემდეგი უფლებები: თუ გსურთ ამ უფლებებით სარგებლობა, გთხოვთ, გამოიყენოთ AstraZeneca-ს სპეციალური ონლაინ პლატფორმა. ამის გაკეთებისას, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი: ამ უფლებების გარდა, შესაძლოა, გაგაჩნდეთ უფლება, წარადგინოთ სარჩელი თქვენი ადგილობრივი მონაცემთა დაცვის ორგანოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დაგვიკავშირდით
თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ AstraZeneca-ს იმ ორგანიზაციის ბიზნეს საკონტაქტო მონაცემების მეშვეობით – როგორიცაა ელფოსტა, საფოსტო მისამართი ან ტელეფონის ნომრები – რომელიც პასუხისმგებელია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებსაიტზე. ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს მონაცემთა დაცვის ოფიცერს Privacy@astrazeneca.com-ზე ან წერილით შემდეგ მისამართზე: Global Data Protection Officer, AstraZeneca, 1 Francis Crick Avenue, Cambridge Biomedical Campus, Cambridge, CB2 0AA, United Kingdom. თუ გსურთ, ამ უფლებებით სარგებლობა, გთხოვთ, გამოიყენოთ ჩვენი სპეციალური ონლაინ პლატფორმა.
როგორ გაცნობებთ ამ კონფიდენციალურობის შეტყობინების განახლებებს?
ჩვენ ვახდენთ ჩვენი კონფიდენციალურობის შეტყობინების ბოლო ვერსიის განთავსებას ჩვენს ვებსაიტზე. კონფიდენციალურობის შეტყობინებაში მითითებულია, როდის მოხდა მისი ბოლო განახლება. თუ კონფიდენციალურობის შეტყობინებაში შევა არსებითი ცვლილებები, ჩვენ, შესაძლებლობის ფარგლებში და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოგაწვდით დამატებით შეტყობინებას (მაგალითად, გამოგიგზავნით მას იმ საკონტაქტო მონაცემებზე, რომლებიც გვაქვს თქვენზე).
AZ სერვისების, პროდუქტების ან ვებსაიტების მომხმარებელი
ვისთვის არის ეს დებულება განკუთვნილი?
კონფიდენციალურობის წინამდებარე შეტყობინება განმარტავს, თუ როგორ აგროვებს და იყენებს AstraZeneca („ჩვენ“, „ჩვენი“) ჩვენი პროდუქტების, სერვისებისა და ვებსაიტების მომხმარებლების შესახებ პერსონალურ მონაცემებს („თქვენ“), მაგალითად, როდესაც სტუმრობთ ჩვენს რომელიმე ვებსაიტს, ითხოვთ ინფორმაციას ჩვენი სერვისების შესახებ ან წარადგენთ ანგარიშს ჩვენი რომელიმე პროდუქტის გვერდითი მოვლენის შესახებ. პერსონალური მონაცემები ნიშნავს ნებისმიერ ინფორმაციას, რომლის გონივრული გამოყენების შედეგადაც შესაძლებელია თქვენი პირდაპირი იდენტიფიკაცია (მაგ. თქვენი სახელი და გვარი) ან არაპირდაპირ (მაგ. ონლაინ იდენტიფიკატორი). იგი მოიცავს ინფორმაციას თქვენი ონლაინ აქტივობის შესახებ, თუ ასეთი ინფორმაციის გონივრული გამოყენება შესაძლებელია თქვენი იდენტიფიცირებისთვის. წინამდებარე კონფიდენციალობის შეტყობინება შეესაბამება AstraZeneca-ს გლობალური კონფიდენციალურობის სტანდარტს და მიზნად ისახავს კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კანონებთან შესაბამისობას. თუმცა, თუ კონკრეტული იურისდიქცია AstraZeneca-ს მოთხოვს თქვენი პერსონალური მონაცემების განსხვავებული ფორმით შეგროვებას ან გამოყენებას, ჩვენ ყოველთვის უზრუნველვყოფთ მოქმედ კანონთან შესაბამისობას. თუკი ხართ შეერთებული შტატების რეზიდენტი, გთხოვთ შეერთებული შტატების დამატებით შეტყობინებასთან ერთად, გაეცნოთ წინამდებარე შეტყობინებას, რომელშიც წარმოდგენილია შეერთებული შტატების კონკრეტულ იურისდიქციაში მცხოვრებ პირთათვის რელევანტური ინფორმაცია.
ვინ არის პასუხისმგებელი თქვენს პერსონალურ მონაცემებზე?
AstraZeneca-ს ადგილობრივი კომპანია, რომელიც გიკავშირდებათ და ამყარებს თქვენთან კომუნიკაციას, ან რომელთანაც თქვენ გაქვთ სხვაგვარი დამოკიდებულება, წარმოადგენს თქვენს პერსონალურ მონაცემებზე პასუხისმგებელ პირს. აღნიშნული დაწესებულება წარმოადგენს "მაკონტროლებელს", "პასუხისმგებელ პირს" ან, კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედი კანონის შესაბამისად, სხვა ეკვივალენტური ტერმინით წარმოდგენილ სუბიექტს. AstraZeneca-ს კომპანიათა სიის, მათ შორის, რამდენადაც შესაბამისია, ბიზნესის საკონტაქტო ინფორმაციის, როგორიცაა მათი ელფოსტის მისამართები, საფოსტო მისამართები და ტელეფონის ნომერ(ებ)ი, ნახვას აქ შეძლებთ.
რა სახის პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ და როგორ ვიყენებთ მას?
გარემოებებზე დაყრდნობით, თქვენს შესახებ პერსონალურ მონაცემებს რიგი წყაროებიდან ვიყენებთ, მათ შორის: ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში ჩამოთვლილია მიზნები, რომელთათვისაც ჩვენ შესაძლოა ვაგროვებდეთ და ვიყენებდეთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ჩვენ მიერ შეგროვებული და გამოყენებული პერსონალურ მონაცემთა კატეგორიები და სამართლებრივ საფუძველი, რომელსასც ჩვენ ვეყრდნობით - იმ იურისდიქციებისათვის, რომლებიც ითხოვენ „სამართლებრივ საფუძველს“ . რაც შეეხება სამართლებრივ საფუძველს, ზოგიერთ ქვეყანაში ჩვენ არ შეგვიძლია პერსონალური მონაცემების გამოყენება „ლეგიტიმური ინტერესის“ საფუძველზე, ასეთ შემთხვევაში შეიძლება დავეყრდნოთ სხვა სამართლებრივ საფუძველს, მაგალითად, თქვენს თანხმობას. თუ კანონით აუცილებელია და კანონთან შესაბამისობაშია, თქვენი პერსონალური მონაცემების შესაგროვებლად და გამოსაყენებლად, ჩვენ მოგთხოვთ თქვენს თანხმობას. ზოგჯერ, ჩვენ შესაძლოა დავამუშაოთ თქვენ შესახებ მგრძნობიარე პერსონალური მონაცემები — მაგალითად, თუ თქვენ ნებაყოფლობით მოგვაწვდით ინფორმაციას თქვენი ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის ფარგლებში. ამ შემთხვევაში, ჩვენ ასეთ ინფორმაციას მხოლოდ თქვენს მოთხოვნაზე პასუხის გასაცემად და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი რჩევების მისაწოდებლად ვიყენებთ (მაგ., თქვენი გვერდითი მოვლენის შესახებ ანგარიშის წარდგენის უფლების შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად). სერვისის პერსონალური მონაცემების დამუშავების შემთხვევაში, ჩვენ ვიცავთ კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვის შესახებ მოქმედ კანონმდებლობას. თქვენ თავისუფალი ხართ არჩევანში, რომ უარი თქვათ პერსონალური მონაცემების მოწოდებაზე, როდესაც ჩვენ მათ ვითხოვთ. თუმცა, თუ თქვენ გადაწყვეტთ არ მოგვაწოდოთ თქვენი პერსონალური მონაცემები, ამან შესაძლოა შეზღუდოს ან ხელი შეგვიშალოს თქვენთვის დახმარების გაწევაში, თქვენს მოთხოვნებზე პასუხის გაცემაში, ან თქვენთვის მოთხოვნილი პროდუქტებისა თუ სერვისების მიწოდებაში და სხვა საკითხებში. მოგაწოდოთ ჩვენი პროდუქტები, სერვისები და ვებსაიტები, მათ შორის: ჩვენი ლეგიტიმური ინტერესები, რომ ჩვენი პროდუქტები, მომსახურება და ვებსაიტები ჩვენი ბიზნესის მართვის ფარგლებში მოგაწოდოთ. თანხმობა, სადაც მოქმედი კანონმდებლობითაა მოთხოვნილი. თქვენთან კომუნიკაცია, მათ შორის: ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი, დავამყაროთ და შევინარჩუნოთ საქმიანი ურთიერთობა თქვენთან; მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი პოლიტიკის, წესებისა და პირობების შესახებ და გავაუმჯობესოთ ჩვენი საინფორმაციო არხები. სამართლებრივ ვალდებულებებთან შესაბამისობა, როგორიცაა კანონმდებლობით მოთხოვნილ გამჟღავნებათა წარმოდგენა. შევასრულოთ თქვენს წინაშე არსებული სახელშეკრულებო ვალდებულებები, როგორც ჩვენს ზოგად წესებსა და პირობებში და ონლაინ გამოყენების პირობებშია მითითებული. თანხმობა, სადაც მოქმედი კანონმდებლობითაა მოთხოვნილი. ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი, დავამყაროთ ან შევინარჩუნოთ საქმიანი ურთიერთობა თქვენთან და მოგაწოდოთ თქვენს საჭიროებებსა და ინტერესებთან შესაბამისი ინფორმაცია. თანხმობა, სადაც მოქმედი კანონმდებლობითაა მოთხოვნილი. ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი, დავამყაროთ და შევინარჩუნოთ საქმიანი ურთიერთობა თქვენთან და მოგაწოდოთ თქვენთვის შესაბამისი ინფორმაცია. თუ დავაპირებთ ელექტრონული საშუალებებით გაგიზიაროთ მარკეტინგული მასალები, ჩვენ მოგთხოვთ თანხმობას, სადაც ეს საჭიროა. ჩვენი მარკეტინგული მასალების მიღებაზე უარის თქმა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. ფარმაკოზედამხედველობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დაცვა. სამართლებრივი ვალდებულების შესრულება. ინდუსტრიული სტანდარტებისა და მოთხოვნების შესრულების, როგორიცაა უსაფრთხო და ეფექტიანი პროდუქტებისა და სერვისების მიწოდება, ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი. დამუშავების მიზნები პერსონალურ მონაცემთა კატეგორიები სამართლებრივი საფუძველი
(სადაც ეხება) A. მოგაწოდოთ ჩვენი პროდუქტები, სერვისები და ვებსაიტები ჩვენთან ინტერაქციით გავიგოთ თქვენი პრეფერენციები და მოვახდინოთ თქვენი გამოცდილების თქვენზე მორგება, აგრეთვე გავაუმჯობესოთ ჩვენი პროდუქტების, სერვისებისა და ვებსაიტების შინაარსი და ფუნქციონალობა. უზრუნველვყოთ ჩვენი პროდუქტების, სერვისებისა და ვებსაიტების უსაფრთხოება ინციდენტების გამოძიების გზით და მივიღოთ ზომები უკანონო ან მავნე ქმედებების წინააღმდეგ და აგრეთვე ხელი შევუწყოთ სამართალდამცავი და მარეგულირებელი ორგანოების დახმარებით ქმედებების გატარებას. ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი, დავიცვათ ჩვენი ბიზნესი და უზრუნველვყოთ ჩვენი პროდუქტების, სერვისებისა და ვებსაიტების უსაფრთხოება. B. მარკეტინგული და საპრომოციო კომუნიკაციები გამოგიგზავნოთ მარკეტინგული და სარეკლამო ინფორმაცია, მათ შორის, მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს პროდუქტებზე, სერვისებზე, სიახლეებზე და უახლეს სამეცნიერო მიღწევებზე. C. სხვა მოვამზადოთ ანგარიშები თქვენს მიერ შეტყობინებული არასასურველი მოვლენების შესახებ. დავიცვათ თქვენი ან სხვა ადამიანის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები. დავიცვათ თქვენი ან სხვა ადამიანის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები. ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი, უზრუნველვყოთ ჩვენი პროდუქტების, სერვისებისა და შიდა IT სისტემების უსაფრთხოება, ასევე შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ ჩვენი ბიზნეს ოპერაციები. დავიცვათ ფარმაცევტული კომპანიებისთვის მოქმედი კანონები და რეგულაციები. პოტენციური ან არსებული სამართლებრივი პრეტენზიებისგან თავის დაცვა, ასევე უსაფრთხოების, რისკების მართვისა და დანაშაულის პრევენცია. ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი, დავიცვათ ჩვენი ბიზნესი, მომხმარებლები და საზოგადოება. ჩვენი ბიზნესის მთელი ან ნაწილის აქტივობების მხარდაჭერა, რომლებიც დაკავშირებულია გაყიდვასთან, გასხვისებასთან, თანამშრომლობასთან ან ერთობლივ საწარმოსთან. ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი კორპორატიულ ტრანზაქციათა წარმართვასთან დაკავშირებით.
თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება დავამუშაოთ სხვა იმგვარი მიზნებისთვისაც, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილი არ არის, თუ ასეთი დამუშავება განხორციელდება თქვენი მითითებით ან თქვენი თანხმობით.
ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და როგორ ხდება მათი გადაცემა?
გამომდინარე იმ მიზნებიდან, რისთვისაც თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვიყენებთ, თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლოა ზემოთ ჩამოთვლილი მიზნებისთვის გავუზიაროთ შემდეგ ორგანიზაციებს: ორგანიზაციები, რომელთაც ვუზიარებთ პერსონალურ მონაცემებს, მსოფლიოს მასშტაბით შესაძლოა, სხვადასხვა იურისდიქციებში მდებარეობდნენ. როდესაც თქვენს პერსონალურ მონაცემებს საზღვრებს გარეთ გადავცემთ, ამას მოქმედი კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად ვახორციელებთ. საჭიროების შემთხვევაში, კანონის მიხედვით ვეყრდნობით ხელშეკრულებებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების მიმღები ორგანიზაცია ემორჩილება მონაცემთა დაცვის შესაბამის კანონმდებლობას. ასეთი სახელშეკრულებო შეთანხმებები მოიცავს, მაგალითად, AstraZeneca-ს სავალდებულო კორპორაციულ წესებს და სტანდარტულ საკონტრაქტო დებულებებს ან სხვა შესაბამის ინსტრუმენტებს, რომლებიც დამტკიცებულია კომპეტენტური ზედამხედველობის ორგანოს მიერ. უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია და AstraZeneca-ს მიერ გამოყენებული სტანდარტული სახელშეკრულებო დებულებების ასლი, ჩვენთან შემდეგ მისამართზე დაკავშირების გზით Privacy@astrazeneca.com. მოქმედი კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნის შემთხვევაში, სხვა იურისდიქციაში თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემამდე, ჩვენ გთხოვთ თქვენს თანხმობას. იმ იურისდიქციებში არსებულ სამართალდამცავ, მარეგულირებელ და უსაფრთხოების ორგანოებს ან სასამართლოებს, რომლებშიც ჩვენ ვახორციელებთ თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემას, შესაძლოა ჰქონდეთ უფლება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიიღონ წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებზე.
რამდენ ხანს ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და როგორ ვიცავთ მათ?
თქვენს პერსონალურ მონაცემებს შევინახავთ მანამ, სანამ ისინი ზემოთ ჩამოთვლილი მიზნებისათვის, ან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შენახვის ვადის შესაბამისადაა საჭირო. როდესაც თქვენი პერსონალური მონაცემები ამ მიზნებისთვის საჭირო აღარ იქნება, ისინი წაიშლება. თქვენი პერსონალური მონაცემები უსაფრთხოების დარღვევისგან დასაცავად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი შემთხვევითი ან უკანონო განადგურება, დაკარგვა, ცვლილება, არასანქცირებული გამჟღავნება ან მათზე წვდომა, დავნერგეთ კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების სხვადასხვა ზომები და ტექნოლოგიები. კერძოდ, AstraZeneca-მ შეიმუშავა და დანერგა მონაცემთა გადაცემისა და შენახვის მტკიცე სისტემები, რომლებიც პერსონალური მონაცემების შესაბამისი დონის უსაფრთხოებას და დაცვას უზრუნველყოფს. ჩვენ გვაქვს სპეციალური პროცესი, რომლის მეშვეობითაც ფრთხილად ვარჩევთ მომსახურების მომწოდებლებსა და პარტნიორებს, რომელთანაც ვთანამშრომლობთ, და ვამოწმებთ, რომ მათ თქვენი პერსონალური მონაცემების დასაცავად აქვთ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომები. აგრეთვე ვადასტურებთ იმასაც, რომ მომსახურების აღნიშნულ მომწოდებლებსა და პარტნიორებს შეუძლიათ შეასრულონ ის ვალდებულებები, რომლებიც მათ ეკისრებათ იმ მონაცემთა დამუშავებისა და გაზიარების შეთანხმებებში, რომელსაც ჩვენ ვაფორმებთ მათთან. თუ ეჭვობთ ან ფიქრობთ, რომ ჩვენ და თქვენს შორის ურთიერთობა აღარ არის დაცული, გთხოვთ, რაც შეიძლება მალე დაგვიკავშირდეთ. ქვემოთ იხილეთ სექცია "დაგვიკავშრდით".
რა უფლებები გაქვთ თქვენი მონაცემთა დაცვის კუთხით?
ზოგადად, პერსონალური მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებით თქვენი უფლებები დამოკიდებულია: (i) იმ მონაცემთა დაცვის კანონის არსებობაზე (თუ ასეთი არსებობს), რომელიც არეგულირებს, როგორ ვაგროვებთ და ვიყენებთ თქვენს პერსონალური მონაცემებს და (ii) ზოგიერთ იურისდიქციაში, იმ სამართლებრივ საფუძველზე, რომელზეც დაყრდნობით ვაგროვებთ და ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს. ზოგიერთი კანონი ასევე ადგენს პირობებს ან გამონაკლისებს ამ უფლებების განხორციელებისას. თქვენი პერსონალური მონაცემების მიმართ შეიძლება გქონდეთ შემდეგი უფლებები: თუ გსურთ ამ უფლებებით სარგებლობა, გთხოვთ, გამოიყენოთ AstraZeneca-ს სპეციალური ონლაინ პლატფორმა. ამის გაკეთებისას, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი: ამ უფლებების გარდა, შესაძლოა, გაგაჩნდეთ უფლება, წარადგინოთ სარჩელი თქვენი ადგილობრივი მონაცემთა დაცვის ორგანოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ასევე, უფლებამოსილი ხართ მიიღოთ შეტყობინება ისეთი დარღვევის შემთხვევაში, რომელიც გამოიწვევს თქვენი პერსონალური მონაცემების შემთხვევით ან უკანონო განადგურებას, დაკარგვას, შეცვლას, არაავტორიზებულ გამჟღავნებას ან წვდომას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დაგვიკავშირდით
თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ AstraZeneca-ს იმ ორგანიზაციის ბიზნეს საკონტაქტო მონაცემების მეშვეობით — როგორიცაა ელფოსტა, საფოსტო მისამართი ან ტელეფონის ნომერი(ები) — რომელიც პასუხისმგებელია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებსაიტზე. ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს მონაცემთა დაცვის ოფიცერს Privacy@astrazeneca.com-ზე ან წერილით შემდეგ მისამართზე: Global Data Protection Officer, AstraZeneca, 1 Francis Crick Avenue, Cambridge Biomedical Campus, Cambridge, CB2 0AA, United Kingdom. თუ გსურთ ამ უფლებებით სარგებლობა, გთხოვთ, გამოიყენოთ ჩვენი სპეციალური ონლაინ პლატფორმა.
როგორ გაცნობებთ ამ კონფიდენციალურობის შეტყობინების განახლებებს?
ჩვენ ვახდენთ ჩვენი კონფიდენციალურობის შეტყობინების ბოლო ვერსიის განთავსებას ჩვენს ვებსაიტზე. კონფიდენციალურობის შეტყობინებაში მითითებულია, როდის მოხდა მისი ბოლო განახლება. თუ კონფიდენციალურობის შეტყობინებაში შევა არსებითი ცვლილებები, ჩვენ, შესაძლებლობის ფარგლებში და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოგაწვდით დამატებით შეტყობინებას (მაგალითად, გამოგიგზავნით მას იმ საკონტაქტო მონაცემებზე, რომლებიც გვაქვს თქვენზე).